5-10-2021
1-ელ ოქტომბერს ქვეყანაში დამატებით 1 მილიონი დოზა „სინოფარმი" შემოვიდა-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ასევე არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები - „ფაიზერი", „ასტრაზენეკა" და „სინოვაკი".
„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები - „ფაიზერი", „ასტრაზენეკა", „სინოვაკი", „სინოფარმი" და 1-ელ ოქტომბერს, ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი". უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||