გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
ნიკა მელია: სააკაშვილთან ბევრჯერ მიჩხუბია, თვეების განმავლობაში არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს...

6-10-2021

"ძალიან ბევრჯერ გვქონია ცხარე კამათიც, გვიჩხუბია, არ გვილაპარაკია ერთმანეთთან თვეების განმავლობაში..." - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში, "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიასთან ისაუბრა.


მისივე თქმით, ასეთი ურთიერთობა წლებია გრძელდება.


"ეს წლებია გრძელდება და ამით მე ნამდვილად ვარ ამაყი, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ასეთი ურთიერთობებია თანაგუნდელებს შორის" - განაცხადა მელიამ.


ნიკა გვარამიას რეპლიკის თანახმად კი, მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არ არის, ვისთანაც ნიკა მელიას მსგავსი ურთიერთობა ჰქონია, - "მათ შორის ამ სტუდიაშიც" - აღნიშნა გვარამიამ.


p.s. ციტირებული საუბრის დროს "მთავარი არხის" ეთერში ეკა ხერხეულიძე, ნიკა მელია და გადაცემის წამყვანი ნიკა გვარამია იყვნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930