გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტმა ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა

31-05-2018

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა.

კომისიის შექმნის მომხრე 84 დეპუტატი აღმოჩნდა, წინააღმდეგი კი - არცერთი.

კენჭისყრაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მონაწილეობა არ მიიღო.

 ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ წამოაყენა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილის მიმართ დამნაშავედ ცნო, ხოლო დავით სარალიძის საქმეზე გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სარალიძესთან მიმართებით იგი დამნაშავედ ცნეს, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირეს.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31