გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად ევროკომისიის ჩართულობის გაღრმავების საკითხებზე ურსულა ფონ დერ ლაიენთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა

30-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერებს ევროკავშირში პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად ევროკომისიის ჩართულობის გაღრმავების საკითხებზე ევროკომისიის პრეზიდენტთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდათ.


„ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად ევროკომისიის ჩართულობის გაღრმავების საკითხებზე ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციისთვის მყარი საფუძვლის მშენებლობაში ჩვენი პარტნიორობა თავის წვლილს შეიტანს",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031