გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: დამამცირებელია, რომ ნიჭიერ ადამიანს ექნება თუ არა საჭმლის ფული, „ჯაყოს ხუშტურებზეა“ დამოკიდებული

20-06-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დამამცირებელია, როდესაც ნიჭირი ადამიანის შემოსავალი „ჯაყოს ხუშტურებზეა“ დამოკიდებული.

გიორგი შენგელაიას გარშემო დღეს განვითარებულ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება.

„გიორგი შენგელაიას პოლიტიკური შეხედულებები არასდროს მომწონდა, მაგრამ ის უდავოდ არის გენიალური რეჟისორი და დამამცირებელია, რომ ნიჭიერ ადამიანს ექნება თუ არა საჭმლის ფული, ჯაყოს ხუშტურებზეა დამოკიდებული“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას დახმარება მოუხსნა. გიორგი შენგელაია მიიჩნევს რომ დახამრების მოხსნა შეურაცხყოფაა არა მარტო მისი, არამედ მისი მშობლებისა და იმ ღვაწლისა, რომელიც ქართულ კინოში შეიტანა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31