გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში უკრაინის მსხვილ საერთაშორისო დონორთა მაღალი დონის კონფერენციაზე - ეს განსაკუთრებული ღონისძიება ცხადყოფს საერთაშორისო საზოგადოების უპირობო სოლიდარობას უკრაინის მიმართ

5-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში უკრაინის მსხვილ საერთაშორისო დონორთა მაღალი დონის კონფერენციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ეს განსაკუთრებული ღონისძიება ცხადყოფს საერთაშორისო საზოგადოების უპირობო სოლიდარობას უკრაინის მიმართ.



„მქონდა პოლონეთში უკრაინის მსხვილ საერთაშორისო დონორთა მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა.


ეს განსაკუთრებული ღონისძიება ცხადყოფს საერთაშორისო საზოგადოების უპირობო სოლიდარობას უკრაინის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზადყოფნას, აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031