გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერიაში ომბუდსმენის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

15-07-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებილებმა სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის შესახებ მიიღესინფორმაცია. ასევე, ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ისაუბრეს თვითმმართველი ორგანოების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების თანასწორობის პრინციპთან შესაბამისობის საკითხებზე.


შეხვედრას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031