გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში, კალათბურთში გიორგი (ტატო) ბენდიანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

10-08-2022

ონში სასპორტო სკოლის კომპლექსში, გიორგი (ტატო) ბენდიანიშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა კალათბურთში.


ტურნირში მონაწილეობდა ონისა და საჩხერის ორი ასაკობრივი კატეგორია 13 და 18 წლამდელები.


ონის გუნდმა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.


13 წლამდელები: ონი - 67 : 61- საჩხერე;


18 წლამდელები: ონი - 81 : 69 - საჩხერე.


ასევე დასახელდნენ:


საუკეთესო მოთამაშე პატარებში;


ონის გუნდიდან - ნიკოლოზ მარკოიშვილი.


საჩხერის გუნდიდან - დავით ფარქოსაძე.


ხოლო საუკეთესო მოთამაშე დიდებში;


ონის გუნდიდან - დაჩი მეშვილდიშვილი დასახელდა.


გამარჯვებული გუნდი, გიორგი (ტატო) ბენდიანიშვილის შვილმა გიორგი ბენდიანიშვილმა დააჯილდოვა.


ტურნირის მიზანი, მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის და კალათბურთის პოპულარიზაციაა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930