გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „განათლების ტრანსფორმაციის“ სამიტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

21-09-2022

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრებს შორის არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ „განათლების ტრანსფორმაციის მაღალი დონის სამიტის“ გახსნაში. ღონისძიება გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა.


„განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე“ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.


„განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით, პირველად გაიმართა. მაღალი რანგის სამიტში გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე განათლების ტრანსფორმაციის შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინეს.


გაეროს გენერალური მდივნის მიერ „განათლების ტრანსფორმაციის სამიტის“ ჩატარება გლობალურ დონეზე განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება, რომელმაც პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო. მაღალი დონის სამიტის მიზანია განათლების ტრანსფორმაციაში ქვეყნების მთავრობების მიერ ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების აღება და განათლების გარდაქმნის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მაქსიმალურად გაზრდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031