გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ოლიგარქი უნივერსალური მცნებაა და ამის კლასიკური მაგალითი გყავთ კეზერაშვილი, აი რატომაა ატეხილი აჟიოტაჟი რადიკალებში

4-11-2022

ოპოზიციის დამფინანსებელი ბიზნესმენი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად, ამ "ნარატივის გაპრავება" არ გამოგივათ პატ-რადიკალებო! დიახ, ოლიგარქი უნივერსალური მცნებაა და ამის კლასიკური მაგალითი გყავთ კეზერაშვილი!- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და აზიარებს დავით კეზერაშვილზე ტელეკომპანია “POSTV” მიერ მომზადებულ სიუჟეტს.

 

„სიღარიბიდან ოლიგარქობამდე აი რატომაა ატეხილი აჟიოტაჟი რადიკალებში... როგორ გახდა ღარიბი ჩინოვნიკი მილიარდერი და ახლა, რა ფინანსებით მართავს რადიკალურ დღის წესრიგს... ოპოზიციის დამფინანსებელი ბიზნესმენი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად, ამ "ნარატივის გაპრავება" არ გამოგივათ პატ-რადიკალებო!

 

დიახ, ოლიგარქი უნივერსალური მცნებაა და ამის კლასიკური მაგალითი გყავთ კეზერაშვილი! ასე რომ მოდუნდით და დაელოდეთ დეოლიგარქიზაციის პროცესებს, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდება თქვენთვის, თუმცა რას ვიზამთ? კანონი ყველასთვის კანონია! P.S. კეზერაშვილი პირველია და ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება შემდეგი...“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031