გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს

15-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ბუბა კიკაბიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.


"მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.


თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს"-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930