გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე კელი დეგნანის საყოფაცხოვრებო დავაში ჩართვაზე: ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებ - სერიოზულ უხერხულობას ქმნის რაღაც საკითხები, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება საქმე

29-04-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებულ საყოფაცხოვრებო დავაში ჩართვის თაობაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომელზეც უხერხულობის გამო, ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

"მე ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებ. სერიოზულ უხერხულობას ქმნის რაღაც საკითხები, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მის წარმომადგენელს ეხება საქმე. ეს უხერხულობა, ალბათ ძნელი ასახსნელია და დეტალურ კომენტრას მე არ გავაკეთებ. ვისურვებდი, ასეთი უხერხულობები არ შეგვექმნას, მათ შორის, ჩვენც, იმით, რა კადრებიც ვნახეთ ეთერში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031