გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Deutsche Welle» (გერმანია): ესპანეთში ბინების ქურდობის 60%-ზე მეტი ქართველ მაფიოზებზე მოდის

14-08-2018

ესპანეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, „ესპანეთში „რუსული მაფია“ ყველაზე ფართოდ საქართველოდან ჩასულებითაა წარმოდგენილი“.

 

მისი ნათქვამით ირკვევა, რომ  ქართული მაფიოზური დაჯგუფებები, რომლებიც მთელ ევროპაში მოქმედებენ, „ესპანეთში განსაკუთრებით აქტიურობენ“. მათ მიერაა ჩადენილი ქვეყანაში ბინების ძარცვის თითქმის 60%. ბოლო წლებში ესპანეთში დაპატიმრებული და გასამართლებულია ასზე მეტი ქართველი ბინის ქურდი („დომუშნიკი“). მათი ლიდერი კახაბერ შუშანაშვილი - ევროპაში მოქმედი ქართველი ქურდების „მაყურებელი“ - ბოლო ხანებამდე მადრიდში ცხოვრობდა. ამჟამად იგი საპყრობილეშია - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ქვს მისჯილი.

 

რაც შეეხება ბოლო დღეებში დაპატიმრებულ პირებს, პროკურატურის მონაცემების თანახმად, ისინი ესპანეთს „კრიმინალური მოქმედების კოორდინირების“ მიზნით ეწვივნენ. საქმე იმაშია, რომ 2018 წლის ივნისში ესპანელმა წესრიგის დამცველებმა 129 სომეხი დააკავა და შესაბამისად, ქართულ-სომხური დანაშაულებრივი კლანების მიერ აწყობილი „ბიზნესი“ დაანგრია. სქემა ასეთი იყო: ქართველი „დომუშნიკები“ ესპანელების საცხოვრებელ ბინებს ძარცვავდნენ, მათ მიერ ნაქურდალ იუველურ ნაწარმს კი სომხები ოქროს ზოდებად ადნობდნენ და „შავ ბაზარზე“ ყიდდნენ.

 

 

p.s. სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031