გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ღირსეული პარტნიორი“-ს ფარგლებში წელს პირველად ამერიკული შემტევი ავიაცია ჩაერთო

14-08-2018

მრავალეროვნულ წვრთნაში „ღირსეული პარტნიორი“ ამერიკული შემტევი ავიაცია საბრძოლო სროლებში წელს პირველად ჩაერთო. ვაზიანის მე-11 სასროლეთზე AH-64 „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენებმა კომბინირებულ საბრძოლო სროლებში მიიღეს მონაწილეობა. ქართულ და ამერიკულ ჯავშანტექნიკას საბრძოლო ვერტმფრენებმა ახლო საცეცხლე მხარდაჭერა აღმოუჩინეს.

 

სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, აშშ-ის II საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლები“ და „აბრამსის“ ტიპის ტანკები. პირობითი მოწინააღმდეგის მიმართულებით ცეცხლი ყველა სახის შეიარაღებიდან გაიხსნა.

 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930