გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: გერმანიის კანცლერის მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები იქნება გახმოვანებული

17-08-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოში ვიზიტისას მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებს გაახმოვანებს. მისივე თქმით,  შეხვედრაზე მხარეები გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების კუთხით ისაუბრებენ.

 

ამის შესახებ განცხადება დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

„მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება გერმანიის კანცლერის მხრიდან, ბუნებრივია, ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რომელიც არის გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზებზე და თანამშრომლობაზე გერმანიასთან და ჩვენს ევროპელ და ევროატლანტიკური პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930