გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც ელტონ ჯონისა და მისი პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერია

12-06-2023

„მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წერია. რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.


„ელტონს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც უოცნებია, მაგრამ თავს საშინლად მარტოსულად გრძნობდა. დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა“, - წერია წიგნში, რომელიც „მაკდონალდსის“ საოჯახო მენიუს საჩუქრად მოჰყვება და ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.


ავტორი მკითხველს მოუწოდებს, რომ წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს“.


აღნიშნული თემის შესახებ „მაკდონალდსის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარზე უარი განაცხადეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930