გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: დარწმუნებულები ვართ, ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ყველას დააკმაყოფილებს

21-08-2018

ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და ეს გადაწყვეტილება ქვეყანასაც და ტატუნაშვილის ოჯახსაც დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლი გუბერნატორის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 „ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, იცით რომ, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სასამართლოს, გვაქვს ყველა საჭირო დოკუმენტური მტკიცებულება იმისთვის რომ მიგვემართა ამ სასამართლოსთვის და ამიტომაც მივმართეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, ისეთს, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31