გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ილინოისის უნივერსიტეტის (აშშ) შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის კულტურის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა

27-06-2023

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ზაზა აბაშიძემ შეხვედრა გამართა ილინოისის უნივერსიტეტის (აშშ) შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის კულტურის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელთან, ბატონ ავადთან.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ცენტრში დაცული აღმოსავლური ხელნაწერების სამეცნიერო შესწავლის, დიგიტალიზაციისა და რესტავრაციის მიმართულებით. ამასთანავე, ხაზგასმით აღინიშნა ქართველ მეცნიერთა კვლევების პოპულარიზაციისა და გავრცელების მნიშვნელობა შეერთებული შტატების სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.

 

აღსანიშნავია, რომ ილინოისის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი ქართველოლოგიური კვლევების პროგრამის განვითარების შესაძლებლობას განიხილავს, რა მიზნითაც იგი სამომავლოდ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ითანამშრომლებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31