30-06-2023
შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის - „გარდაბანი 3"-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში.
„შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ. ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე - 3000 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით 13 მლრდ კვტ/სთს შეადგენს.
ასევე დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლითაც მხარდაჭერას მიიღებს 15 ჰიდრო, 2 ქარისა და 10 მზის ელექტროსადგურის პროექტი.
დაგეგმილი გვაქვს 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის -„გარდაბანი 3"-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |