გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: სწორედ გერმანიის სახელმწიფოსა და მერკელის მხარდაჭერით მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს შენგენის ზონაში

23-08-2018

იუსტიციის  მინისტრი თეა წულუკიანი  გერმანიის ფედერაციის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, გერმანიის მხარდაჭერის წყალობით საქართველომ მიაღწია უვიზო რეჟიმს შენგენის ზონაში, ასევე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას.  

მისივე თქმით,  მერკელის  დღევანდელი ვიზიტიც  სწორედ ამ მხარდაჭერის გაგრძელებაა.

 

 „ჩვენ სწორედ გერმანიის სახელმწიფოს და ქალბატონი მერკელის მხარდაჭერით მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს შენგენის ზონაში, მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმების  ხელმოწერას, რომლის  წარმატებით იმპლემენტაციაც მიმდინარეობს.  ამიტომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის ევროპულ გზაზე წარმატებული“-განაცხადა წულუკიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930