გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა

28-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ სწორედ ეს გზა უნდა აირჩიოს - ქრისტესმიერი სწავლების.
ამის შესახებ ბახტაძემ სიონის ტაძარში განაცხადა, სადაც საზეიმო წირვას დაესწრო.
ბახტაძემ მართლმადიდებლებს მარიამობა მიულოცა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღევანდელი დღე თითოეული ქართველისთვის არის განსაკუთრებული დღე და დღეს ჩვენი მრავალეთნიკური ერი ამ დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ სწორედ ეს გზა უნდა აირჩიოს - ქრისტესმიერი სწავლების. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. მე მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს მარიამობა ცხინვალსა და სოხუმში. განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი", - განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930