გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან

26-10-2023

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე" წერს.


მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გაღრმავებული ორმხრივი თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ქმედითი ინსტრუმენტია გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად.


"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან, რომელიც თბილისში გაიმართა.


შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გაღრმავებული ორმხრივი თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ქმედითი ინსტრუმენტია გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირში საქართველოსა და მონტენეგროს გაწევრიანების საერთო მიზნების გაგვაჩნია", - აღნიშნავს პრემიერი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031