გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გაჩეჩილაძე: „აბრეშუმის გზის ფორუმი" შესანიშნავი პლატფორმაა, სახელმწიფო მოღვაწეები და ბიზნესმენები ერთად შეიკრიბონ და ერთმანეთს ხედვები გაუზიარონ

26-10-2023

„საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს რეგიონული ჰაბი ბევრი მიმართულებით, ამ კუთხით სხვადასხვა სექტორში, ტურიზმში დიდი წინსვლაა, ტრანსპორტირების კუთხითაც. იმისათვის, რომ დიდი ნაბიჯები წინ გადავდგათ ავიაციაში, ლოგისტიკაში და სხვა მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაში „პოლიტიკით განპირობებული გადაწყვეტილებები" მონაწილეობს.


მან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ფორუმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი" შესანიშნავი პლატფორმაა, სახელმწიფო მოღვაწეები და ბიზნესმენები ერთად შეიკრიბონ და ერთმანეთს ხედვები გაუზიარონ.


„აუცილებელია, ჩვენი რეგიონული პარტნიორები გააქტიურდნენ. ამ მიზნით ეს ფორუმი შესანიშნავი პლატფორმაა, ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ბანკი იყოს ფორუმის გენერალური სპონსორი",-განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა" დღეს დაიწყო მუშაობა, ის 26-27 ოქტომბერს გაგრძელდება და ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ. ფორუმზე აქტიურადაა წარმოდგენილი ქართული ბიზნეს-სექტორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930