გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩვენ არ გვჭირდება არეულობა, დაპირისპირება, თავ-პირის ლეწვა და ლანძღვა-გინება - ყველა საშუალებას გამოვიყენებთ სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად - გიორგი ცაგარეიშვილი მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტზე

28-10-2023

"შეკრებისა და მანიფესტაციის" შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას უმრავლესობაში ეხმაურებიან. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა დაიცვას.


"არიან ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო არეულობებისთვის, სამოქალაქო დაპირისპირებებისთვის ემზადებიან. ჩვენ არ გვჭირდება არეულობა, ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირება, თავ-პირის ლეწვა, ურთიერთლანძღვა, გინება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა დაცული იყოს," - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930