30-10-2023
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს, გადასახადის გადამხდელებისთვის ახალი ელექტრონული სერვისების შეთავაზებას და მიწის გადასახადის ოდენობის დადგენის მიზნით, ახალ ელექტრონულ სერვისს - ,,მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელს“ სთავაზობს. სერვისით სარგებლობისას საკმარისია მომხმარებელმა საძიებო სისტემის შესაბამის ველებში შეიყვანოს ინფორმაცია მიწის ტიპის, მდებარეობის, ფართობის შესახებ და გაააქტიუროს ღილაკი „გამოთვლა“.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული:
აქვე შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს შეახსენებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2023 წლის წლიური (2022 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია მიმდინარე წლის 1 ნოემბრის ჩათვლით და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი 15 ნოემბრის ჩათვლით. ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება ერთიან სახაზინო კოდზე - 101001000.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1106
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=O0VPEQQ61LU
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრს 2 299 299
დღეის მონაცემებით, 170 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |