გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: ჩვენ გადაგვყავს პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისგან, რომლის დროსაც ისინი გადაჰყავდათ მორგში, აბამდნენ გვამებზე და ასე მკურნალობდნენ

2-11-2023

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დაკავებული სამი პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სამოქალაქო კლინიკებში პატიმრების გაყვანა ხორციელდება რეგულარულ რეჟიმში, როდესაც ე.წ. ციხის საავადმყოფოში არ არის ადგილი ან საჭიროა სხვა დამატებითი უფრო კომპლექსური კვლევა.


„ჩვენ გადაგვყავს პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისგან, რომლის დროსაც სისტემური პრობლემა იყო ადამიანების წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა. კლინიკის ნაცვლად ისინი გადაჰყავდათ მორგში, აბამდნენ გვამებზე და ასე მკურნალობდნენ".

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31