გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ტურიზმის აღდგენამ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ეკონომიკურ, ისე მიმდინარე ანგარიშის აღდგენაში

15-11-2023

ტურიზმის აღდგენამ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ეკონომიკურ, ისე მიმდინარე ანგარიშის აღდგენაში - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


როგორც მან აღნიშნა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს რეკორდული 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.


„აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ ზრდას განაგრძობს და მხოლოდ 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით, ტურიზმიდან იმდენივე შემოსავალი მივიღეთ, რაც 2019 წელს მთლიანად და 28 პროცენტით მეტი, ვიდრე 2019 წლის პირველ 9 თვეში. ჩვენი შეფასებით, ტურიზმი მომდევნო წლებშიც გააგრძელებს დადებითი წვლილის შეტანას, როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ისე საგარეო ბალანსის გაუმჯობესებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031