გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: გამოსახლების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტი და სოლიდარობა გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმა და მათი ქონების დაზიანება კატეგორიულად მიუღებელია

25-01-2024

„პროტესტი პროტესტია, მაგრამ ძალადობა, ბოროტი ხულიგნობა, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაზიანება, სამხრეებიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევა კანონდარღვევებია, რომლებსაც მართლმსაჯულება გასცემს შესაბამის პასუხებს“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესში აქციის მონაწილეთა მხრიდან სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმას და მათი ქონების დაზიანებას.


როგორც აბაშიძე წერს, ნუ ჰგონიათ ძალადობრივი ქმედებების ჩამდენთ და მათ ცალკეულ წამქეზებლებს ნაცოპოზიციაში, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ე.წ. დასავლური სტანდარტია.


„გამოსახლების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტი და სოლიდარობა გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე [სააღსრულებო პოლიცია] თავდასხმა და მათი ქონების დაზიანება კატეგორიულად მიუღებელია.


ნუ ჰგონიათ ძალადობრივი ქმედებების ჩამდენთ და მათ ცალკეულ წამქეზებლებს ნაცოპოზიციაში, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ე.წ. დასავლური სტანდარტია. პროტესტი პროტესტია, მაგრამ ძალადობა, ბოროტი ხულიგნობა, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაზიანება, სამხრეებიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევა კანონდარღვევებია, რომლებსაც მართლმსაჯულება გასცემს შესაბამის პასუხებს.“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.


ვიდეო

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031