გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს: თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც

9-02-2024

ქალბატონო ანა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც. არ ვიცი, რით შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ გვიწევს ამაზე პასუხის გაცემა - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც მისი აზრით, პრობლემაა.

 

„ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს იქნებ ესეც გაუკვირდეს, ბატონმა თენგიზმა [შარმანაშვილმა] თქვა, რომ გაკვირვება გამოხატა, როგორ შეიძლება თურმე, შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტსაბჭოს წევრიაო.


ქალბატონო ანა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც. ამ ნონსენსში ვართ. არ ვიცი, რით შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ გვიწევს ამაზე რეაგირება და პასუხის გაცემა, რომ თურმე შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი არიან პოლიტსაბჭოს წევრები. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მძიმე დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930