გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, გამჭვირვალედ და ასეთი ტიპის არჩევნებში ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს, რა თქმა უნდა, წარმატების იმედი არ აქვთ

14-02-2024

„გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა საქართველოში არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ააგოროს დეზინფორმაციული კამპანია და წინასწარ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე. 

 

„გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა საქართველოში არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ ახლავე ვხედავთ ოპოზიციის მცდელობებს, რომ ააგოროს დეზინფორმაციული კამპანია და უკვე წინასწარ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე.

არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, გამჭვირვალედ და ასეთი ტიპის არჩევნებში ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს, რა თქმა უნდა, წარმატების იმედი არ აქვთ“, -განაცხადა სეფაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031