გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებაზე: “სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს” - ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო

21-02-2024

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

იონათამიშვილის განცხადებით, როდესაც მმართველი გუნდი საუბრობს ოპოზიციის მიერ რევოლუციური სცენარების დაგეგმვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ამას უარყოფენ.

 

"“სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს” - ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო," - წერს რატი იონათამიშვილი.

 

თეიმურაზ ჯანაშიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინარევოლუციურ პროცესში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031