გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი

21-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდანტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარ შეხედულებებზე ერთმნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.


მისივე თქმით, მმართველი პარტიისთვის პრიორიტეტია რომ, საქართველო ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდეს.


"სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ერთმნიშვნელოვანი განმარტება თავისი შეხედულების შესახებ. "ქართული ოცნებისთვის" მთავარი პრიორიტეტი ჩვენს საერთშორისო პოლიტიკაში ორი მიმართულება გახლავთ: პირველი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და მეორე, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი.


ეს არის ჩვენი ფილოსოფია, ეს არის ჩვენი პრიორიტეტები და ეს არის ქართველი ხალხის ნება,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930