გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია მეორე: მძიმე დროში ვცხოვრობთ, ადამიანებს უამრავი გაჭირვება აწევს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა

21-09-2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა.


პატრიარქმა სადღესასწაულო ლოცვა დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში აღავლინა.


„მძიმე დროში ვცხოვრობთ, ადამიანებს უამრავი გაჭირვება აწევს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა. ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს. დალოცვილი და გახარებული იყავით. ხშირად მობრძანდით ამ წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს,“ - ბრძანა ილია მეორემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930