გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

15-03-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს.


ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობასა და ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031