გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ამ მავნებელ გრანტიჭამიებს, გამჭვირვალობის კანონი არც წაკითხული აქვთ და არც ანაღვლებთ, ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და შშმ პირებს კი არა ვის არ გამოიყენებენ

5-04-2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნების" მიერ "გამჭვირვალობის კანონის" ინიციირების გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მმართველ გუნდს განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, კანონი არ მიიღოს.

 

მისივე თქმით, არასამთავრობოების მთავარი საზრუნავია თანხების გადამალვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკლარაციის წელიწადში ერთხელ შევსება მათთვის პრობლემა არ იქნებოდა.

 

"ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და შშმ პირებს კი არა ვის არ გამოიყენებენ! ამ მავნებელ გრანტიჭამიებს, გამჭვირვალობის კანონი არც წაკითხული აქვთ და არც ანაღვლებთ, მათთვის მთავარი თანხების დამალვა-მოტეხაა, თორემ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება ან რა პრობლემა უნდა იყოს ან რა არის ამაში რუსული?!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930