გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას

19-04-2024

პარადოქსია და მიუტევებელია, რომ NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ რაღაც პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „არის დადასტურებული ეჭვი, რომ NED-ი და EED-ი აფინანსებენ პარტიებს და რადიკალურ მოძრაობებს. გაესაჯაროებინათ პროექტები, რა საჭიროა ამდენი განცხადება?!“


„თავიანთი საქმიანობის აღწერისას, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED, National Endowment for Democracy) აღნიშნავს, რომ მოქმედებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით, ხოლო ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED, European Endowment for Democracy) მხარს უჭერს ადამიანის უფლებების პატივისცემასა და ძალადობის წინააღმდეგობის პრინციპების დაცვას. პარადოქსია და მიუტევებელია, რომ NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ რაღაც პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031