გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით

15-05-2024

სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


ჟურნალისტის კითხვას, ესაუბრა თუ არა ჯიმ ო'ბრაიენს გლობალური ომის პარტიის შესახებ, პრემიერმა უპასუხა, რომ ამ თემებზე საუბარი დახურულ შეხვედრაზეც კი არ არის მარტივი.


„ჩვენ ამ თემაზე გახსნილად ვერ ვსაუბრობთ, თუ თქვენ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონ ობრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით 30%. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნებები, რა თქმა უნდა, გვქონდა. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ და საკმაოდ სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930