28-05-2024
„ნაცსექტამ ფსევდო-მეფსალმუნე გიგი უგულავა არ იკმარა და ახალი ფარისეველი პერსონაჟები გამოუშვა საჯარო სივრცეში, სრული ტრაგიკომედიაა ეს უკიდეგანო ფარისევლობა!“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ტაბულას“ მიერ გამოქვეყნებულ ბანერზე, სადაც მოყვანილია ციტატა ფსალმუნიდან და ასევე დათო გორგილაძის ფეისბუქ სტატუსი, სადაც გორგილაძე წერს - „ბიბლიური ელფერის ღამე იყო. ქრისტემ იცოდა, რომ ერთი მათგანი გასცემდა. საქართველომ იცის, რომ 84 უღალატებს“.
როგორც აბაშიძე წერს, არაფერია გასაკვირი ღალატის პარტიიდან - რუბლებით დაფინანსებული „ევროპელობს“, ყოფილი ზონდერი „უფლებადამცველობს“, ანტიეკლესიური კი, „მქადაგებელი თეოლოგია“.
მისივე თქმით, უსუსურობის გამო მარგინალი ნაცრევანშისტების სასოწარკვეთილება პოლიტიკანური შაპიტოს უფრო ქვედა ზღვარისკენ მიექანება.
„ნაცსექტამ ფსევდო-მეფსალმუნე გიგი უგულავა არ იკმარა და ახალი ფარისეველი პერსონაჟები გამოუშვა საჯარო სივრცეში, სრული ტრაგიკომედიაა ეს უკიდეგანო ფარისევლობა! არაფერია გასაკვირი ღალატის პარტიიდან - რუბლებით დაფინანსებული „ევროპელობს“, ყოფილი ზონდერი „უფლებადამცველობს“, ანტიეკლესიური კი, „მქადაგებელი თეოლოგია“. უსუსურობის გამო მარგინალი ნაცრევანშისტების სასოწარკვეთილება პოლიტიკანური შაპიტოს უფრო ქვედა ზღვარისკენ მიექანება,“ - წერს გია აბაშიძე.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |