გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე

12-07-2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე  უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხაზი გაესვა ორმხრივი პარტნიორობის გაუმჯობესების აუცილებლობას.


„ხაზი გავუსვით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით სარგებელი მივიღოთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე თავისუფალი, უსაფრთხო და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031