გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ჯაფარიძე: თუ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ კანონს მიიღებენ მოწევის უფლება გექნებათ მარტო შეყუჟულს საკუთარ ბინაში

20-10-2018

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით პარლამენტში შესული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოში კანაფთან მიმართებით, მდგმარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.


„თუ ამ კანონს მიიღებენ უნდა გესმოდეთ, რომ მოწევის უფლება გექნებათ მარტო შეყუჟული საკუთარ ბინაში. სხვაგან, გარეთ ნებისმიერი კანაფთან დაკავშირებული აქტივობა იქნება მკაცრად დასჯადი და ჯარიმები არის 2 500 ლარამდე" - განაcხადა დღეს "დედა ენის" ბაღში გამართულ აქციაზე ზურაბ ჯაფარიძემ.


მისი თქმით, თუ ადამიანის უფლებაა კანაფის მოხმარება, მაშინ მას უნდა ქონდეს ლეგალური მოპოვების გზები, ყიდვის ან მოყვანის უფლება.

"რომ მეგონა რომ ეს ბრძოლა მოვიგე, ამის შემდეგ სახელმწიფო მეუბნება რომ არაფერი არ მოგიგიაო. სინამდვილეში, მოიგე ის რომ სახლში შეგიძლია შეიყუჟო, ისიც როცა შენი შვილები არ არიან სახლში და მაშინ შეგიძლია მოწევა. ჩემთვის ეს არ არის თავისუფლება, ჩემთვის ეს არის ჩვეულებრივი მონობა, რის წინააღმდეგაც მე და ჩემი მეგობრები გირჩის დაარსების დღიდან ვიბრძვით“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031