6-11-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია იცვლება.
ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მსოფლიოში ლიბერალური ფაშიზმის დემონტაჟის დასასრულის დასაწყისი, ხოლო, საქართველოში "ზელენსკომანიის" და "აგენტოკრატიის" ქელეხის დასაწყისი იქნება.
„საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში, ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია "გაღმა გავიდა" მარილზე და შესაბამისად - გილოცავთ, მსოფლიოში ლიბერალური ფაშიზმის დემონტაჟისა და გენდერული სიგიჟეების დასასრულის დასაწყისს. საქართველოში კი, გახსნილად გამოცხადდა - უსამშობლოთა პოლიტიკის, "ზელენსკომანიისა" და "აგენტოკრატიის" ქელეხის დასაწყისი!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||