გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

22-10-2018

რუსთავში, მე-19 მიკრო რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. მას დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნება.

 

გოგონა ამ დრომდე თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციაში რჩება.

 

აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი კი, იაშვილის სახელობის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მას ქუსლის ტრავმული დაზიანება აღენიშნება და ოპერაცია წუხელ, გვიან ღამით ჩაუტარდა ოპერაცია.


„გუშინ საღამოს ჩაუტარდა ოპერაცია. აღენიშნებოდა ქვედა კიდურის საკმაოდ რთული ტრამვული დაზიანება.  ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. აღდგენილი იქნა დაზიანებული სტრუქტურები. ამჟამად მისი სასიცოცხლო ფუნქციები შეესაბამება მის მიერ გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს და  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - განაცხადა მკურნალმა ექიმმა, ლევან ხარაშვილმა.

 

გუშინ, რუსთავში, 19-ე მიკრო რაიონში ავტოფარეხის დემონტაჟის დროს ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31