გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნიკა გვარამია: „რუსთავი 2-ის“ კომპიუტერები ჰაკერული შეტევის სამიზნე გახდა

24-10-2018

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის კომპიუტერები ჰაკერული შეტევის სამიზნე გახდა.


როგორც მან „ლიბერალს“ უთხრა, კომპიუტერებზე ჰაკერული შეტევა გუშინ დაიწყო და დღეს დილითაც განმეორდა. 


„გუშინ შემოგვიტიეს, პრაქტიკულად ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო კომპიუტერებმა გათიშვა. მერე ჩვენი IT სამსახური ჩაერთო და იდენტიფიკაცია გაუკეთა ვირუსს, რომელიც  ამოწმებდა შინაარსს კომპიუტერების. განსაკუთრებით უტევენ იმ კომპიუტერებს, რომელიც ჩემი და ნოდარ მელაძის სახელზეა, თუმცა რეალურად იმ კომპიუტერზე მე არ ვმუშაოდ დიდი ხანია. რეალურად აინტერესებთ, რა გვაქვს. მე ეჭვი მაქვს, რომ ფარული მასალები“,- განაცხადა მან. 


ნიკა გვარამია ამბობს, რომ მომხდარზე ტელეკომპანია პოლიციას არ მიმართავს, რადგან უწყებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ „განცხადებას აზრი არ აქვს“. 


liberali.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930