26-10-2018
„კვესიტაძე ცდილობდა ჩემთან ინტერვიუზე ჩემთვის დაესვა ის შეკითხვები სახლებთან დაკავშირებით, ნაცვლად იმისა რომ დაესვა მათთვის, ვისთვისაც უნდა დაესვა და ჩემგან ითხოვდა პასუხებს"-ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"მე არ ვიყავი ვალდებული და არც ვარ ვალდებული„ქართული ოცნების“ ყველა წევრის დეკლარაცია ვიცოდე, როგორ ცხოვრობენ და საიდან შეიძინეს ქონება. მე და მთლიანად ხელისუფლება, ვალდებული ვართ, აუცილებლად რეაქცია გვქონდეს თუ ეჭვი არის კორუფციაში მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლის მონაწილეობის შესახებ.
მედიას აქვს უდიდესი და უმაღლესი უფლებები და ვალდებულებები იმისთვის, რომ მაქსიმალურად აკონტროლოს ხელისუფლება, მაქსიმალურად კრიტიკული იყოს ხელისუფლებისადმი და რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაური იქნება, პარლამენტის მეთაური თუ პარტიის თავმჯდომარე - ჩემს შემთხვევაში - აუცილებლად მყისიერი რეაქცია უნდა მოხდეს, თუ იკვეთება თანამდებობის პირების კორუფციაში მხილება.
"რუსთავი 2" კი პირიქით აკეთებს. ის არ ასრულებს და ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მედიას ევალება. სწორედ ასეთი ხელწერით, რითაც მუშაობს "რუსთავი 2", ის საშუალებას აძლევს თუ ხელისუფლებაში ასეთი ჩინოვნიკები არიან, თავისუფლად შეაფარონ თავი, რადგან ყველა თეთრზე შავს ამბობს, შეკითხვებს არ სვამს და ამიტომ, თუ მართლა არიან ხელისფლებაში ხალხი, ვინც რეალურად კორუფციაშია შემჩნეული, მათ თავისუფლად შეუძლიათ მოახერხონ და მიჩქმალონ საკუთარი დარღვევები“-განაცხადა ივანიშვილმა.
11-12-2025