გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: ხაზარვიზიამ გახსნა პოლემიკა, რომელია ლეგიტუმური პრეზიდენტი, არა და ორი დღის წინ ზურაბიშვილს სცნობდნენ მხოლოდ; ხალხი რომ არ იდგეს გარეთ და ჩვენ რომ არ ჩაგვეყარა დასანქცირების საძირკველი, ესენი ახლა პარლამენტის კაფეში იჯდებოდნენ

4-01-2025

მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ, აგრეთვე ნაცმოძრაობამ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ბანკირს დაქვემდებარებულმა ტვ პირველმა ანუ ხაზარვიზიამ, გახსნა პოლემიკა თუ რომელია ლეგიტუმური პრეზიდენტი, - ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ორი დღის წინ, “ტვ პირველი” მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას აღიარებდა. ის მიიჩნევს, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ახლა პარლამენტის კაფეტერიაში ისხდებოდნენ, გარეთ რომ ხალხი არ იდგეს.


“მას შემდეგ რაც ხაზარაძემ, აგრეთვე ნაცმოძრაობამ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ბანკირს დაქვემდებარებულმა ტვ პირველმა ანუ ხაზარვიზიამ, გახსნა პოლემიკა თუ რომელია ლეგიტუმური პრეზიდენტი. არა და ორი დღის წინ ერთმნიშვნელოვნად ზურაბიშვილს სცნობდნენ პრეზიდენტად მხოლოდ. როგორც სჩანს ზოგიერთებმა გაიხსენეს შარლ მიშელი ორი და გაუდგნენ გზასა. ისე, ხალხი რომ არ იდგეს გარეთ და ლეიბორისტებს რომ არ ჩაგვეყარა დასანქცირების საძირკველი, ესენი ახლა, მინიმუმ პარლამებტის კაფეტერიაში იჯდებოდნენ.” - წერს შალვა ნათელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031