გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა: ციხიდან ჰქონდა წამოღებული რაღაც ჩიპი და ვიღაცა ბავშვების სურათები იყო ჩაწერილი, თვითონაც არ იცოდა

26-10-2018

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის დედის განცხადებით, მის შვილს მკვლელობა არ ჩაუდენია.


მისივე განცხადებით, მის შვილს ციხიდან წამოღებული ჰქონდა ჩიპი, რომელზეც ბავშების სურათები იყო ჩაწერილი, თუცა, ასევე აცხადებს რომ ეს სურათები მის შვილს არ ჩაუწერია.


“9 თვე არის რაც ციხიდან გამოვიდა. ციხეში ყაჩაღობის მუხლით 9 წელი გაატარა. ღამის 12 საათზე დამადგნენ თავზე და წაიყვანეს. სახლში იყო იმ დროს, მეც ვიწექი, მოვიდნენ და  წაიყვანეს.


ასე თქვა, მე არაფერი დამიშავებიაო და მეც ასე ვიცი, რომ არაფერი დაუშავებია. ეგ იყო შეკერილი საქმე.


ციხიდან ჰქონდა წამოღებული რაღაც ჩიპი და ვიღაცა ბავშვების სურათები იყო ჩაწერილი, თვითონაც არ იცოდა. ჩიპი ვათხოვე ვიღაცასო, იქიდან გადავუწერე თუ გადმომიწერაო, ამდენი მეც არ ვიცი. იმდენი ტყუილი გაშუქდა, რომ მაგაზე ყველას პასუხს გაგებინებთ,“ - განაცხდა მკვლელობაში ბრალდებულის დედამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031