გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოქუაშვილს სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდება არ გამოუვიდა

28-10-2018

"ზაზა ოქუაშვილს არ გამოუვიდა სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდება და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან ამ ვალის გადახდა დაიწყო,"-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ადამიანი ვალდებულია გადასახადები გადაიხადოს.


„მე უკვე ვთქვი, რომ სპექტაკლი ჩავარდა. ერთ-ერთი სპექტაკლი დაკავშირებული იყო სწორედ ოქუაშვილთან, რომელიც ცდილობდა ამ სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდებას, ჩავარდა ეს სპექტაკლი და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან დაიწყო საკუთარი ვალის გადახდა. ანუ, მას არ გამოუვიდა ვალისგან თავის არიდება ამ სპექტაკლის მეშვეობით, რომელიც იყო დადგმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ნიკა გვარამიასთან ერთად და შედეგი სახეზეა. ყველა ადამიანი არის ვალდებული, რა თქმა უნდა, გადაიხადოს გადასახადები და ეს არის, ბუნებრივია, ბატონი ოქუაშვილის ვალდებულებაც“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31