გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი: მე ხმა მივეცი  პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება

28-10-2018

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან იმ პრეზიდენტობის კანდიდატს მისცა, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება.


მან საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

 

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც  ყველას პრეზიდენტი იქნება, არ შეეშინდება რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ აგრეთვე, საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს  სათავეში უდგას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031