გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
30 იანვარს, ერევანში, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

29-01-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.


ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.


პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031