გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები: არჩევნებზე ვიყავი, გამაფრთხილეს, არ დაგინახო, რომ გადახვიდეო, მაგრამ მაინც გადავედი მავთულხლართებზე

28-10-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა 85 წლის დავით ვანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლო.


როგორც ვანიშვილი ამბობს, დღეს დილით მავთულხლართებს მიღმა გადმოიპარა და სოფელ ხურვალეთის საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მისივე თქმით, სიჩქარეში პირადობის მოწმობა შინ დარჩა, რის გამოც საარჩევნო უბნიდან კვლავ მავთულხლართებთან დაბრუნება მოუხდა.


„არჩევნებზე ვიყავი, გადავედი მავთულხლართებზე, ხელი გავიჭერი. თან პასპორტი დამრჩა. მოვბრუნდი, ცოლმა მომაწოდა... გამაფრთხილეს {საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა}, არ დაგინახო, რომ გადახვიდეო, მაინც გადავედი, ჩემიანები არიან", - განუცხადა ვანიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.


ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930